суббота, 16 апреля 2016 г.

ტრენინგის მეცხრე დრე

ტრენინგის მეცხრე დღეც საინტერესო იყო ისევე, როგორც სხვა დანარჩენი: ვიმუშავეთ მერვე მოდულზე და გავეცნით პროექტის ჩვენების გზებს. ტრენინგის მეორე ნაწილი დაეთმო ერთმანეთის პრეზენტაციების მოსმენას. გამომდინარე იქიდან, რომ ჯგუფში  სხვადასხვ საგნის მასწავლებელი იყო, პროექტებიც ასევე განსხვავებული და საინტერესო აღმოჩნდა. ყურადღებით მოვუსმინეთ ერთმანეთს, გაიმართა საინტერესო დსიკუსია თითოეული პროექტის ირგვლივ.
ერთხელ კიდევ დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს გაწეული დახმარებისათვის

воскресенье, 10 апреля 2016 г.

ტრენინგის მერვე დღე

საინტერესოდ წარიმართა ჩვენი ტრენინგის მერვე დღეც: ვიმუშავეთ დიფერენცირებული სწავლების საჭიროების მოსწავლეთა რესურსების შექმანზე და მათი შეფასების რუბრიკებზე; სევქმენით რესურსები მოსწავლეებისათვის, პროექტის პორტფოლიო ავტვირტეთ google drive -ზე, მოვაწესრიგეთ რუბრიკები. პორტფოლიო ატვირთეთ ბლოგზე და ხელმისაწვლდომი გავხადეთ სხვა მომხმარებლებისათვისაც. 

воскресенье, 3 апреля 2016 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

ჩვენი ტრენინგების მეექვსე დღეც საინტერესო და დატვირთული იყო: შევისწავლეთ პროექტის პროცედურების რუბრიკებს და შედგენას, გავეცანით Power Point-ში პრეზენტაციის გაკეთებას, სლაიდების სტრუქტურას, სურათების შერჩევას, ანიმაციების და ვიზუალური სიტუაციების გაკეთებას. შევისწავლეთ მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების სტრატეგიას, სტრუქუტრას.