ტრენინგის მეოთხე დღეს გავეცანით პროექტით სწავლების პროცესში შეფასების სისტემას: პროექტის დროის ჩარჩოს მუშაობის დაწყებამდე, თავად პროქტზე მუშოაბის მსვლელობისას და პროექტის დასრულების შემდეგ. დაწვრილებიტ განვიხილეთ შეფასების რუბრიკები და რესურსები. გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი. გავეცანით ტექნოლოგიური რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებულ საავტორო უფლებების დაცვის საკითხებს. განვიხილეთ პრეზენტაცია "საავტორო უფლებების ქაოსი". გავეცანით ბლოგის გაფორმების გზებს: ინტერნეტიდან ვიდეო და ფოტომასალაის გადმოწერას, მათ დამუშვებას, ბლოგის გაფორმებას.
воскресенье, 27 марта 2016 г.
суббота, 26 марта 2016 г.
ტრენინგის მესამე დღე
პროექტით სწავლებაში ერთ-ერი მნიშვნელოვანი საკითხია მოსწავლეთათვის საკვანძო კითხვების შემუშავება. დღეს სწორედ ამ თემას გავეცანით: გავიგეთ, თუ როგორ უნდა შევადგინოთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები, რათა წარმატებით მივაღწიოთ საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებულ მიზნებს. საკმაოდ საინტერესო და არცთუ იოლი აღმოჩნდა მიზანმიმართული შეკითხვების შექმნა პროექტის განსახორციელებლად, მაგრამ ქალბატონი ნინოს დახმარებით პრობლემებს ჯერ-ჯერობით წარმატებით ვართმევთ თავს, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი.
воскресенье, 20 марта 2016 г.
ტრენინგის მეორე დღე
ინტელის ტრენინგის მეორე დღეც საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა: გავეცანით პროექტის პორტფოლიოს რუბრიკებს, პროექტის დაგეგმვის, რესურსების მოძიების, შეფასების სისტემის თავისებურებებს. ვისწავლეთ საინფორმაციო ბუკლეტების შედგენა, რაც საშუალებას მოგვცემს როგორც სკოლის ადმინისტრაციასა და მოსწავლეებს, ისე მშობლებს დავუსაბუთოთ და ავუხსნათ პროექტით სწავლების უპირატესება მოკლედ და მკაფიოდ.
суббота, 19 марта 2016 г.
ტრენინგის პირველი დღე
ინტელის ტრენინგის პირველი დღე ჩემთვის მეტად საინტერესო გამოდგა, რადგან გავეცანი იმ უნარ-ჩვევებს, რასაც 21-ე საუკუნის მოქალაქეები უნდა აკმაყოფილებდნენ. ჩემი დარგი - ბიოლოგია ექსპერიმეტული მეცნიერებაა, რომელიც მოსწავლეთაგან მოითხოვს კვლევის, დაკვირვების, ჰიპოთეზების წამოყენებისა, მონაცემთა განზოგადების და დამუშავების, მიღებული შედეგების ანალიზისა და სინთეზის უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ამდენად, ჩემს მიერ შექმნილი ბლოგი დაეხმარება როგორც პედაგოგებს, ისე მოსწავლეებს პროექტით სწავლების მეთოდით ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების უკეთ მიღწევაში.
Подписаться на:
Сообщения (Atom)